თამარ კორძაია - 24 საათის მოცემა ცოტა ღიმილისმომგვრელია - „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით საქმიან კონსულტაციებს ვთავაზობთ

24 საათის მოცემა ცოტა ღიმილისმომგვრელია - “ქართულ ოცნებას” კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით საქმიან კონსულტაციებს ვთავაზობთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციისადმი ხელისუფლების მოწოდებას, რომ დღეს, დღის განმავლობაში წარმოადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად გამოთქვამს კონსულტაციების მზაობას, თუმცა ამაზე “ქართული ოცნება” დუმს.

“5 წევრის არჩევის საკითხის ჩაგდება “ქართულ ოცნებას” დეკემბერში უნდოდა. ოპოზიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ამის შემდეგ ოპოზიცია მუდმივად გამოთქვამს მზაობას, გაიმართოს შინაარსობრივი და საქმიანი კონსულტაციები, რაზეც “ქართული ოცნება”დუმილით გვპასუხობს. შესაბამისად, 24-საათიანი ვადის მოცემა გაურკვეველი და ღიმილისმომგვრელია. ვთავაზობთ საქმიან კონსულტაციებს კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, კორძაიამ ამბობს, რომ საკითხზე შემუშავებული კანონპროექტი 12 პუნქტის შესრულებად ვერ ჩაითვლება.

“გასაგებია, რომ იურიდიული კომიტეტი ცდილობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად, რადგან საფუძველშივე პრობლემის მოგვარება ვერ ხდება. ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარია კორპორატივიზმთან დაკავშირებით, ამ პრობლემას ეს კანონპროექტი ვერ შეცვლის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ნდობას ვერ დააბრუნებს. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ პროექტს მხარს ვერ დავუჭერ”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში