ხატია დეკანოიძე - სასამართლოსთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებები არ უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის ორი მთავარი რეკომენდაციის შესრულებას

სასამართლოსთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებები არ უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის ორი მთავარი რეკომენდაციის შესრულებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება.

მისი თქმით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები არ უზრუნველყოფს არც მიუკერძოებლობის და არც კორპორატივიზმთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას.

"მთავარი კითხვა რაც მქონდა არის ის, თუ რამდენად აქვთ სურვილი ასახონ ცვლილებებში ვენეციის კომისიის ორი მთავარი რეკომენდაცია: მიუკერძოებლობა და კორპორტივიზმის აღმოფხვრა. ჯერ პასუხი ვერ მოვისმინე, რადგან წარმოდგენილი ცვლილებები არ უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის ორი მთავარი რეკომენდაციის შესრულებას,"- განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება უმრავლესობის წინადადებას, რომ ოპოზიციამ დღის ბოლომდე დაასახელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის სასურველი კანდიდატები, დეკანოიძე მას ულტიმატუმად აფასებენ და აცხადებს, რომ ოპოზიცია ულტიმატუმს ვერ მიიღებს, თუმცა მზად არიან, რომ უმრავლესობასთან გამართონ კონსულტაცია და კანდიდატების სრული სია განიხილონ.

"დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების მაღალი კვორუმით არჩევა შეარყევს კლანურ მმართველობას და კორპორატივიზმს სასამართლო სისტემაში, რაც არის ვენეციის კომისიის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ამიტომ გუშინდელი ულტიმატუმის ენით საუბარი, რომ ჩვენ მივეცით კანდიდატები და ვინც უნდათ საღამომდე შეარჩიონ, ასე არ ხდება პოლიტიკური პროცესი. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი წევრები, ულტიმატუმის ენით საუბარს ჩვენ ვერ მივიღებთ. ამიტომ ჩემი შემოთავაზება ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა წევრების, იყო ის, რომ როგორც დეკემბერში პოლიტიკური კონსულტაციების დროს შევთანხმდით, კიდევ ერთი კონსულტაცია, შეხვედრა გაიმართოს, რომ გავიაროთ ის კანდიდატები, რომლებზეც დამოკიდებული იქნება საქართველოში სასამართლოს რეფორმა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა არის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ. ანრის (ოხანაშვილის) პოზიცია იყო, რომ შევხვდეთ ვიწრო ფორმატში, სასესიო დარბაზში და ეს საკითხი გავიაროთ. ჩემი პოზიციაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და უმრავლესობამ კანდიდატების სრული სია გავიაროთ და დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა უზრუნველვყოთ, მხოლოდ ეს იქნება ჩათვლილი რეფორმად,"- განაცხადა დეკანოიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში