გურამ მაჭარაშვილი - ფრენებთან დაკავშირებით პასუხს გავცემ სააკაშვილის სიტყვებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უთხრა, „აუცილებელია ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენი ბუნებით, მინერალური წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითო“

ფრენებთან დაკავშირებით პასუხს გავცემ პატიმარ სააკაშვილის სიტყვებით - თავის დროზე საზღვარზე უთხრა რუსეთის მოქალაქეებს, „აუცილებელია ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენი ბუნებით, მინერალური წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითო“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის პერიოდია, როცა ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და 2008 წლის ომიც მომხდარია.

მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას და ის ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, შეცვლილია აშშ ის ელჩის ლოგიკაც, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში ომი მიდის და ამიტომ არ უნდა მიეღო რუსეთს ეს გადაწყვეტილება. ჩვენთვის ომი 2008 წელს არ იყო, ოკუპაცია არ იყო და მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაიღუპა? თუ ჩვენთვის ეს ომი არ იყო და ახლა არის უკრაინისთვის ომი? ორმაგი სტანდარტები მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის, ეს იქნება ელჩის თუ ნებისმიერი პოლიტიკოსის”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „აზიმუტი“ სანქცირებულია და ურჩია ეს რუსეთში გაარკვიოს.

„საერთაშორისო ინსტიტუტები, სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მკაცრად იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამ დროს გამოდის ხოშტარია და ამბობს, რომ საქართველო შავი ხვრელია, მეორე დღეს გამოდის მერე საფინანსო ინსტიტუტი და ამას უარყოფს, თავის ილუზიებშია ეს ადამიანი, გზა კვალი კარგად იცის რუსეთში, ენა და წესები, ამიტომ ჩავიდეს და იქ გაარკვიოს რა არის დასანქცირებული და რა არა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა