გია ვოლსკი - თუ „სტრატეგია აღმაშენებელს“ რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს - ოფისები, რომლებიც „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე დაიხურა, პერსონალურად მათ გვარებთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ, მათი ამოცანა ამ პროცესიდან გამიჯვნაა

თუ რამე მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ - ოფისები, რომლებიც დაიხურა, პერსონალურად მათ გვარებთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ, მათი ამოცანა ამ პროცესიდან გამიჯვნაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებას, რომ პლენარულ სხდომაზე “ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით მათ მიერ მოპოვებულ საგამოძიებო მასალებს წარმოადგენენ.

ვოლსკი დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „რაღაც სქემებზე მუშაობს“.

„თუ რამე მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ. დარწმუნებული ვარ, რაღაც სქემებზე მუშაობენ. ფაქტია, რომ მათი გვარები ჟღერს საკმაოდ უსიამოვნო კონტექსტში, როდესაც „ქოლ-ცენტრებზეა“ საუბარი. ოფისები, რომლებიც დაიხურა, პერსონალურად მათ გვარებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, მათი ამოცანაა ამ პროცესიდან, უსიამოვნო ინფორმაციიდან გამიჯვნა. „შეეშინდათ და კომისიას არ ქმნიან“ - ეს ბავშვური გამონათქვამებია. რაც უნდათ, იმ სქემებს დახაზავენ, შექმნიან. ნამუსი შეუშლით ხელს, წარსული, თუ მომავალზე ფიქრი”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკიმ, ასევე, ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე და განაცხადა, რომ მთავარია, კომპანიები, რომლებიც ფრენებს შეასრულებენ სანქცირებულები არ იყვნენ.

„რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან მიმართებით გადაწყვეტილება მიიღეს და კარგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ამოიღეს იმ სიიდან, სადაც ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ ნახსენები. მთავარია, კომპანიები არ იყვნენ სანქცირებული. ადამიანი, რომელიც დღეს რუსეთის ბიუჯეტიდან იკვებება, ამ კომპანიის სანქცირებაზე რომ საუბრობს, ეს შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა