ირაკლი კობახიძე - ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში, ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუბლებს - ვინც ცდილობს აჟიოტაჟი შექმნას, სპეკულანტები არიან

ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში; ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად - ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ, რომ პირდაპირი ფრენები აღდგა - სპეკულანტების გარდა, რა შეიძლება დაერქვას ხოშტარიას და ვაშაძეს და ზოგადად, ამ კასტას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია?- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხზე სპეკულირების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიას, რომელსაც ფრენის ნებართვა მიეცა, ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკე ჰქონდა გამოყოფილი, აჟიოტაჟის შემდეგ კი ეს ჩანაწერი წაიშალა, კობახიძე ამბობს, რომ ეს „მნიშვნელოვანი ჟესტია”.

„თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ვებ-გვერდიდან ეს ჩანაწერები ამოღებულია. სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს. ვინც ცდილობს, აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, სპეკულანტები არიან. ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც სპეკულაციის საბაბი არ არსებობს. კარგად გახსოვთ, რომ სწორედ ამ პოლიტიკურის ძალის წარმომდგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. აქედან ჩანს, რომ ისინი სპეკულირებენ და სპეკულანტები არიან. მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და თავს იწონებდა იმით, რომ პირადად მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს. ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ისპეკულიროს ფრენების აღდგენის თემით, ეს მიანიშნებს, რომ ისინი არის სპეკულანტები და სახელმწიფოს მტრები. მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომ არ უნდა მოხდეს სანქცირებული ფრენების მიღება. ამას ვითვალისწინებთ და სანქცირებული თვითმფრინავები, კომპანიები საქართველოში მიღებული არ იქნება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში