თეონა აქუბარდია - რუსეთთან ფრენების აღდგენის ჰუმანიტარულ აქტად შეფასება ცინიზმია

რაც შეეხება ფრენების აღდგენის ჰუმანიტარულ აქტად შეფასებას, ვფიქრობ, რომ სხვა თუ არაფერი, ცინიზმია და ღირსების დეფიციტია, რამდენადაც, კარგად ვხედავთ, თუ როგორი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი საოკუპაციო ხაზთან თუ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ბოლო კვირას საქართველოს მოქალაქეების გატაცებების ფაქტები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს არ დაუსრულებია თავისი მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ და რომ მისი ინტერესია მთლიანად საქართველოს თავისი გავლების ქვეშ დაბრუნება.

„შემდეგი ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა გადმოდგა მას შემდეგ, რაც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასტური მიიღო, ეს არის სატრანზიტო კორიდორის გახსნა რკინიგზის მეშვეობით, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რაც რეალურად საფრთხეა ჩვენი სუვერენიტეტისთვის და რაზეც ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს არ იგეგმება ამ რკინიგზის გახსნა. მაგრამ მე გეკითხებით, ხვალ შესაძლებელია ამის განხილვა? საერთოდ, რას ნიშნავს ის ილუზია, რაც თქვენ შექმენით დეოკუპაციასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტი ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სივრცეში ინტეგრაციაზე საუბრობს და ამის დასრულება 2030-მდე უნდა. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე, ამ საქმეში მსახურება, სწორედ, არის საფრთხე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდეთ, რამდენად უპირისპირდება ეს ჩვენი ქვეყნის დეკლარირებულ ინტერესებს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის