ქეთევან თურაზაშვილი - სახელმწიფო ვალდებულია, ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი ჯგუფების, მათ შორის მარტოხელა მშობლების მიმართ დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა

სახელმწიფო ვალდებულია, ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი ჯგუფების, მათ შორის მარტოხელა მშობლების მიმართ დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მარტოხელა მშობლის უკან მინიმუმ ერთი ბავშვი დგას, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე ისაუბრა მალტის ქართული სათვისტომოდან ჩამოტანილ გზავნილზე.

„ემიგრანტები სამშობლოდან მხარდაჭერას ელიან. დავბრუნდი მივლინებიდან, სადაც გავიცანი, საქართველოდან წასული ბევრი ჩვენი მოქალაქე. ერთ-ერთმა, მოგვმართა დახმარების თხოვნით. მას საქართველოში ყავს დისშვილი კონკრეტული დიაგნოზით, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ბავშვი და მისი მშობლები სამედიცინო დაზღვევით ვერ სარგებლობენ, რადგან ქირით სხვაგან ცხოვრობენდა ჩაწერილი არიან სხვა მუნიციპალიტეტში.

იმედს ვიტოვებ, რომ მოიძებნება გზა ამ გოგონას დასახმარებლად. მაგრამ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოგმართავთ, რა გააკეთონ მარტოხელა, მრავალშვილიანმა და სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელებმა, რომელებიც პირისპირ ვერ გხვდებიან და ვერ გიყვებიან საკუთარ გასაჭირზე. ზუსტად მსგავს პრობლემაზე ვსაუბრობდი ჩემს წინა გამოსვლაშიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, კონკრეტული მუნიციპალიტეტის გემოვნებაზე, ცოდნაზე და სურვილზე იყოს ამ მიზერული დახმარებების, თუ სამედიცინო დაზღვევის გაცემა, რადგან ისინი ამას ვერ უზრუნველყოფენ.

ფაქტია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, აქამდე ვერ გამონახეს გზა, თუ როგორ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და გასცენ ეს ყველაფერი იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ეს არის განკუთვნილი.

სინამდვილეში მუნიციპალიტეტების საქმე არ არის შემწეობების ჩამორიგება, არც საბავშო ბაღისთვის ბიუჯეტში ღობის აშენების გათვალისწინება იქ, სადაც საბავშო ბაღი საერთოდ არ არის. თვითმმართველობას გაცილებით სხვა შინაარსი და დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, დადგა დრო რომ ეს შეიცვალოს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

სახელმწიფო ვალდებულია, ადამიანების ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი ჯგუფის მიმართ დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ამ მშობლის უკან მინიმუმ ერთი ბავშვი დგას“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში