დიმიტრი გვრიტიშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიმართულია სისტემური გაუმჯობესებისკენ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიმართულია სისტემური გაუმჯობესებისკენ, - ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა საკითხზე სრულფასოვნად საუბარი ვერ მოესწრო, რადგან პირველი ორი საათი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენეს.

"ძირითადად, ეს ცვლილებები მიმართულია იქით, რომ მოხდეს სისტემური გაუმჯობესება, უფრო გაიზარდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. შეხვედრაზე ყველა საკითხთან დაკავშირებით სრულად მსჯელობა ვერ მოესწრო, რადგან შეხვედრის პირველი ორი საათი სამწუხაროდ, შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან იყო პოლიტიკური განცხადების გაკეთების დრო და არა შინაარსობრივი მსჯელობა წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრას მმართველი გუნდის წევრების გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ისინიც, ვინც სამუშაო ჯგუფების მუშაობაში აქამდე არ მონაწილეობდნენ.

უფრო კონკრეტულად, შეხვედრაზე ოპოზიციიდან იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები - ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, “ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი მიხეილ დაუშვილი და იაგო ხვიჩია “გირჩიდან”.

შეხვედრას არ დაესწრო “სტრატეგია აღმაშენებელი“.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს