ანა ნაცვლიშვილი - ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა - დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, რომ იუსტიციის საბჭოში შეეყვანათ ადამიანები „კლანის" მფარველობისთვის

„ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა "ქართულ ოცნებას", რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები "კლანის" მფარველობისთვის, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, კანდიდატების ამ გზით არჩევა არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, არამედ არის ფარული გარიგება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი არის ერთ - ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და ის მოითხოვს კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, ის შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, "ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა "ქართულ ოცნებას", რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები "კლანის" მფარველობისთვის და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი დაცული იყოს სასამართლო სისტემაში. ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, ეს არის ფარული გარიგება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან. ვინაიდან კენჭისყრა იყო ფარული, შუა კენჭისყრის დროს გაცხადდა რა, რომ ეს იყო ფარული გარიგება და მოსყიდვა, 12 რეკომენდაციის სულისკვეთების ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ვტოვებდით დარბაზს, რათა გაცხადებულიყო, ვინ გაიყიდა ოპოზიციიდან და მათ შეწყვიტეს კენჭისყრა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის