რომან გოცირიძე - ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს - ჩვენ გამოვედით დარბაზიდან და ვთქვით, დაე, დარჩნენ და გამომჟღავნდნენ ისინი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმას აძლევენ

ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს, თუ რა თქმა უნდა, ეს არ იყო კომპიუტერული მანიპულაცია, ეს უნდა იყოს გამოძიებული და შესწავლილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ისინი კანდიდატებს ხმას არ აძლევდნენ.

„კანდიდატებს 5-მა წარმომადგენელმა მისცა ოპოზიციიდან ხმა ან მოხდა კომპიუტერული მანიპულაცია, პროგრამა უნდა იქნას შესწავლილი და თუ რომელიმე ოპოზიციონერმა მისცა ხმა, ეს უნდა თქვას, რადგან ეჭვი რჩება ძალიან ბევრზე. ჩვენ გამოვიყენეთ სწორი მეთოდი, გამოვედით დარბაზიდან და ვთქვით, დაე, დარჩნენ ისინი და გამომჟღავნდეს ვინ არიან, ვინც ხმას აძლევენ ამ კანონს, მაგრამ ერთმა-ორმა, რომელიც იქ დარჩა, თქვა, რომ ხმა არ მიუცია, მაგრამ ჩვენს მოწოდებას არ დაემორჩილა, ამისაც მჯერა. ვინც დარჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არის აუცილებლად ეჭვმიტანილი. ერთი ადამიანის, რომელმაც მითხრა, რომ იქ დარჩა და ხმა არ მიუცია, მჯერა. ზემოდან იღებდნენ კამერები. ვინც დარჩა ვერ ვიტყვი რომ ისინი არიან მაინცდამაინც, არ შეიძლება დაბრალება,“ - განაცხადა გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს