ირაკლი ღარიბაშვილი რეიკიავიკის სამიტზე - ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს, ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო, ისე საარჩევნო სისტემა - საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში

მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს. ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო, ისე საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამჭვირვალობა და გახსნილობა ხელისუფლების ხელწერაა.

„ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებების და ძირეული ფასეულობებისადმი, რომელიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.

ჩვენი მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის, თავისუფლად გამოხატვის უფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს. ჩვენი ხედვა ასახულია დინამიკურ ქმედებაში. ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო, ისე საარჩევნო სისტემა. ეს არის ჩვენი განვითარების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო და ასევე საარჩევნო სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენს დღის წესრიგში. გამჭვირვალობა და გახსნილობა ჩვენი ხელწერაა. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ლიდერია ამ ასპექტების მიხედვით. საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში. დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა