ნინო წილოსანი - დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად უნდა დაინახოს ვინ ექცევა უპატივცემულოდ საკუთარ მანდატს, არაფრად აგდებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და სხვა დეპუტატების ხმის უფლებას,-ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას ეხმაურება.

როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად უნდა დაინახოს ვინ ექცევა უპატივცემულოდ საკუთარ მანდატს, არაფრად აგდებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და სხვა დეპუტატების ხმის უფლებას.

დავით უსუფაშვილმა, რომელმაც კენჭისყრის დაწყებამდე თითქოს კონსენსუსი შემოგვთავაზა, როგორც კი დაინახა, რომ კონსენსუსით აირჩეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დატოვა დარბაზი სხვა რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად.

დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას“,- წერს წილოსანი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: - ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. შესაბამისად, 2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 10 წევრია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა