პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ცესკოს დაკომპლექტების საკითხი განიხილა - განხილვაში ოპიზიცია არ მონაწილეობდა, არ გამართულა სიტყვით გამოსვლები, მომხსენებელთან შეკითხვები არ ყოფილა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებები განიხილა.

განხილვა დაახლოებით 3-წუთამდე გაგრძელდა, რა დროშიც მომხსენებელმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ კანონის პროექტების პრინციპებზე ისაუბრა. მასთან შეკითხვები არ ყოფილა, არ გამართულა სიტყვით გამოსვლები. განხილვაში ოპიზიცია არ მონაწილეობდა.

„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები პარლამენტს პირველი მოსმენით წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში ცხრა წევრი იქნება და ის პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან დაკომპლექტდება.

ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუკი პარლამენტი პირველივე ჯერზე ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას ვერ შესძლებს.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით აირჩევიან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი