ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს აშფოთებს სანქციების გვერდის ავლის რისკები, ყველას ვარწმუნებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ განიხილება მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვერ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას

თუ ვინმეს აშფოთებს სანქციების გვერდის ავლის რისკები, ჩვენ ყველას ვარწმუნებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ განიხილება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვერ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არც ერთი სანქცირებული ბორტი, თვითმფრინავი და კომპანია არ იქნება მიღებული.

„არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოდელები და ეს მოდელები მოქმედებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც, მაგალითად, ეს არის თურქეთის მოდელი, ისრაელის მოდელი, აზერბაიჯანის მოდელი - ყველას აქვს სხვადასხვა ხარისხის პარტნიორობა დასავლეთთან. არსებობს კონკრეტული მოდელები და ჩვენ გავყვებით ერთ-ერთ ასეთ მოდელს, რაც გულისხმობს იმას, რომ არც ერთი სანქცირებული ბორტი, თვითმფრინავი და კომპანია არ იქნება მიღებული. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები არ არსებობს და თუ ეს კითხვის ნიშნები შეიძლება არსებობდეს, მაშინ იგივე კითხვის ნიშნები უნდა იყოს ისრაელთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით. თავისთავად აბსურდია, რომ ამ დროს იგივე ხოშტარია, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან რუსულ რუბლებს იღებს რაღაც აქციებს აანონსებს. აქედან ჩანს მთელი სიყალბე ამ ადამიანების, რომლებიც საუბრობენ, რომ ეს არის საფრთხისშემცველი, მიუღებელი და ა.შ. ესენი არიან ყალბი ადამიანები.

ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების შესაბამისად, რაც არის გაცხადებული - ეს გულისხმობს იმას, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება, სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება. ვინც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ჩვენ განვმარტეთ რა უნდათ მათ - ეს არის 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ე.წ. ზრდა, ანუ ვარდნა. სანქციების დაწესების შემთხვევაში ჩვენ გვექნება წლიური 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც ნიშნავს იმას, რომ „კოვიდის“ დროს რაც იყო იმაზე ორჯერ და სამჯერ მძიმე ეკონომიკური ვითარება გვექნება. ამას ითხოვს რადიკალური ოპოზიცია, რადგან უნდათ ქვეყანაში ვითარების არევა, უნდათ ქაოსი ქვეყანაში და ამ ქაოსმა საბოლოო ჯამში უნდათ, რომ მიგვიყვანოს მეორე ფრონტამდე.

თუ ვინმეს აშფოთებს სანქციების გვერდის ავლის რისკები, ჩვენ ყველას ვარწმუნებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციებს დაწესება არ განიხილება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვერ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს