მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - დღეს ვნახეთ გალაშქრება ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ რა დონეზე არიან მისულები - ერთმანეთს უხტებოდნენ და ეჩხუბებოდნენ, ხომ არ აძლევდა ხმას რომელიმე მათგანი

დღეს ვნახეთ გალაშქრება, დემარში ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ რა დონეზე არიან მისულები - ერთმანეთს უხტებოდნენ და ეჩხუბებოდნენ, ხომ არ აძლევდა ხმას რომელიმე მათგანი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის", როგორც დავალების მიმღების ბუნება. როგორც მდინარაძემ განაცხადა, მათ გაილაშქრეს ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ, „თუმცა, ეს პუნქტი დიდწილად საბედნიეროდ უკვე შესრულებულია".

რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებთან მოლაპარაკებას, ვინც მხარი დაუჭირა კანდიდატებს, მდინარაძის თქმით, "თუ ამას დავარქმევთ მოლაპარაკებას, ეს ხდებოდა მედიის თვალწინ".

"იქვე დარბაზში, სხვა შეხვედრა არ გვქონია, იქ რაც ვილაპარაკეთ, რაც ესმოდა 30 ოპოზიციონერს, იმის გარდა არანაირი საუბარი არ ყოფილა. ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ ევრორეკომენდაციის შესრულების ერთადერთი შანსი აქვთ, რომ ყველას დაუჭირონ მხარი, პასუხისმგებლობა გადმოვა "ქართულ ოცნებაზე" და ამასობაში ევრორეკომენდაციაც შესრულდება თქო. იქ იყო საჯარო მოწოდება, ინდივიდუალური მოწოდებაც, ოღონდ იქვე, თქვენი ათეულობით კამერის თვალწინ მიდიოდა ეს საუბრები და მინიმუმ 20 ოპოზიციონერი დეპუტატის გასაგონად,"- განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს