ბაჩუკი ქარდავა - იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ხმა მივეცი, „ქართული ოცნების“ კანდიდატები არ არიან - ხელისუფლებასთან გარიგება კი არა, საუბარიც არ მქონია არც ადრე, არც დღეს

იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ხმა მივეცი, „ქართული ოცნების“ კანდიდატები არ არიან, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის, მათ შორის მის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატის მხარდაჭერას.

როგორც ქარდავა აცხადებს, ის „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში არ შესულა.

„რამდენიმე ადამიანს მივეცი ხმა, მაგრამ ამ ადამიანებში ყველა არ იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ან საერთოდ არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩავთვალოთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად. შეიძლება ვარაუდით ვიცოდეთ, რომ ესა თუ ის ადამიანი, „ქართული ოცნების“ კანდიდატია. იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ხმა მივეცი, არ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები, თუმცა ვაპირებდი, ისეთი ადამიანებისთვის ხმის მიცემას, რომლებიც საერთოდ არ დამდგარან კენჭისყრაზე, მაგრამ სიაში იყვნენ, სამწუხაროდ, ბოიკოტის შემდეგ, ეს ვერ მოვახერხე.

თუ თავისუფალი კენჭისყრა იყო, უფრო სწორად მიმაჩნდა, ყველასთვის მიცემულიყო ხმა და არა შერჩევით, რადგან იმ სიაში საკმაოდ ბევრი პატივსაცემი ადამიანი იყო, ბევრი ადამიანი, ვისთვისაც ხმის მიცემა მინდოდა, კენჭისყრაზე არ დამდგარა, რადგან დარბაზი დავტოვეთ, ალბათ, ჩვენ გარეშე უყარეს კენჭი. თუ მეკითხებით, როგორც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა იჩქარა და განცხადება გააკეთა, რომ თურმე ვიღაც „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაშია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში კი არა, საუბარიც კი არ მქონია არც ადრე, არც დღეს, რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არასდროს არ ვაპირებდი და არ ვაპირებ“, - განაცხადა ქარდავამ „ტვ პირველთან“ საუბარში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის