დევი ჭანკოტაძე თანაფრაქციელებზე - ორი გამოსავალია: ან თვითონ უნდა დატოვონ ფრაქცია, ან ჩვენ უნდა გავრიცხოთ - „კლანის“  წარმომადგენლები მოხვდნენ იქ, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ

ორი გამოსავალია: ან თვითონ უნდა დატოვონ ფრაქცია, ან ჩვენ უნდა გავრიცხოთ - ახლა ამაზე მიდის ლაპარაკი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დევი ჭანკოტაძემ ჟურნალისტებთან თანაფრაქციელების შესახებ განაცხადა, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მისცეს ხმა.

როგორც მან აღნიშნა, თანაფრაქციელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდაჭერით, რადგან საბჭოში ამით ე.წ. „კლანის“ წევრები მოხვდნენ.

მისივე განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ კენჭისყრის შედეგები გაუქმდეს და ამისთვის იურიდიულ ხერხებს ეძებენ.

"დღეს, ვინც ღილაკს დააჭირა, არცერთი არ არის პარტიის წევრი, რადგან ამის შედეგად „კლანის“ წევრები მოხვდნენ იქ, სადაც მოხვდნენ, ამიტომ შეუთანხმებლობა იყო ფრაქციის თავმჯდომარესთან, ფრაქციის უდიდეს ნაწილთან. აქედან ორი გამოსავალია: ან თვითონ უნდა დატოვონ ფრაქცია, ან ჩვენ უნდა გავრიცხოთ. ახლა ამაზე მიდის სწორედ ლაპარაკი. ფრაქციის შეკრებას ველოდებით, რომ უმრავლესობა ადგილზე იყოს. ველაპარაკებით, რომ თვითონ დატოვონ ფრაქცია, თუ ასე არ მოხდა, ჩემი და უმრავლესობის აზრია, რომ უნდა გავრიცხოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა მათი მხრიდან, მურუსიძე - ჩინჩალაძის „კლანის“ წარმომადგენლები მოხვდნენ იქ, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, არავითარი შეთანხმება არ იყო ჩვენს და "ქოცებს" შორის, ამიტომ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ფრაქციის არცერთ წევრთან ეს მოქმედება არ იყო შეთანხმებული. პირიქით, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით და ვართ ამის, ვცდილობთ, რომ ყველანაირი იურიდიული ხერხი მოვძებნოთ, რომ ეს კენჭისყრა იყოს გაუქმებული. რამდენად გამოგვივა, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაუქმოთ ეს კენჭისყრა", - განაცხადა ჭანკოტაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა