თინა ბოკუჩავა - ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება იყო ერთადერთი, რაც შეეძლოთ, მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს „კლანის" განმტკიცებას - არ დავუშვებთ, რომ „კლანის“ გაძლიერება გაგრძელდეს ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დეპუტატები ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდნენ - სხვაგვარად ჩვენ იძულებულები ვიქნებოდით, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცალმხრივად მიგვეღო , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ განმტკიცებას, არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ისინი ამ დრომდე ფრაქციის წევრები იყვნენ.

ბოკუჩავას განცხადებით, პარტია გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს და არ დაუშვებენ, რომ „კლანის“ გაძლიერება გაგრძელდეს, მათ შორის, ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ განმტკიცებას, არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები ჩვენი ფრაქციის წევრები იყვნენ. კენჭისყრის შემდეგ ჩვენ ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა მრავალი საათის განმავლობაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას. სხვაგვარად ჩვენ იძულებულები ვიქნებოდით, რომ ცალმხრივად მიგვეღო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ, რომ კლანის გაძლიერება გაგრძელდეს მათ შორის, ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ენმ-ის დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მწვავე კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, თავად გასცემენ პასუხს, რადგან ეს კითხვები ნამდვილად ლეგიტიმურია.

„არანაირ კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია. მე მათ დავუსვი ერთი მარტივი კითხვა - როდის იყო ბოლოს, როცა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებასთან“ უნისონში იმოქმედა საპარლამენტო ფორმატში და ამის შესახებ არ ყოფილა არანაირი მსჯელობა ფრაქციის ფარგლებში. ასეთი შემთხვევა მათ ვერ დაასახელეს და ვერც დაასახელებდნენ. შესაბამისად, არანაირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. იმედი მაქვს, რომ ძალიან მწვავე კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს თავად გასცემენ პასუხს, იმიტომ რომ ეს კითხვები ნამდვილად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ განაცხადეს, რომ ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს