“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტია სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას კატეგორიულად ემიჯნება.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც „დანაშაულებრივი სასამართლო კლანის“ გავლენის განმტკიცებას მხარი დაუჭირეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. მურუსიძის კლანი სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული და მორალურად გაკოტრებულია.
არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა კლანის გავლენის განმტკიცებას, არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მათთან ფრაქციულ და სხვა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა გვაკავშირებდა.
დღეიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.