მიხეილ დაუშვილი - გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ თანამშრომლობა - „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას მაშველ რგოლად მოევლინა

გუშინ ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ კიდევ ერთი თანამშრომლობა, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის არჩევას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი.

დაუშვილის თქმით, საფრთხე კიდევ ერთხელ შეექმნა ევრორეკომენდაციების შესრულებას.

„სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების ძალაუფლება განმტკიცდა, ამით ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებმა წააგეს. ამით რისკი კიდევ ერთხელ შეუქმნეს 12 პუნქტის შესრულებას. ვინც ამ ყველაფერში, ძალაუფლების შენარჩუნებაში მაშველ რგოლად მოევლინა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“. გუშინ ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნების“ კიდევ ერთი თანამშრომლობა,“ - განაცხადა დაუშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.

როგორც ცნობილია, კანდიდატებს უმრავლესობის გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია“ დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქციაში შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც აღნიშნულმა დეპუტატებმა ფრაქციიდან გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს.

პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში