ეკა გიგაური - საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის რუსეთის სივრცეში ინტეგრაცია მოხდეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ფრენების აღდგენით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება" არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთი იზოლაციაში მოაქციოს.

„ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსული თვითმფრინავებისთვის სივრცე არის დაკეტილი. ევროკავშირი აღიქვამს ამ საკითხს შემდეგნაირად, რომ თუკი ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი ქვეყანა ცდილობს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, მაშინ მან უნდა გაიზიაროს ის პოლიტიკა და ეს არის რუსეთის იზოლაციაში ჩაყენების პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირს აქვს. საქართველოს მთავრობა პირიქით, ეკონომიკითაც უფრო მეტად არის რუსეთზე დამოკიდებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს რუსეთის სივრცეში ინტეგრაცია მოხდეს. ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთი იზოლაციაში მოაქციონ. ამიტომ, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის პრობლემა. თუ გინდა, რომ იყო დასავლეთის ნაწილი, მოქმედებ ისე, როგორც დასავლეთის ყველა ქვეყანა, თუ არ გინდა, მაშინ შენ შენი პოლიტიკა გაქვს და ჩემთან ურთიერთობა ვერ გაღრმავდება",-განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე 15 მაისს გაიცა. ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე, მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ სრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა