ირაკლი კობახიძე - ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში - ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც

ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.

კობახიძის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ტაში მოჰყვა.

„ბულინგზე ითქვა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ ხმები გამოდიოდა კონკრეტული ოთახებიდან და არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო ის ხმები, რომელიც გამოდიოდა. როდესაც საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების გადანაწილება], ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე შეიძლება ამას კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ. ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო