ხათუნა სამნიძე - საჭიროა არა პერსონიფიცირებული, არამედ სისტემური მიდგომა - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი კი არ უნდა მივიღოთ, არამედ სხვა კანონებში შევიტანოთ ცვლილებები, რაც ინსტიტუციებს გააძლიერებს

საჭიროა არა პერსონიფიცირებული, არამედ სისტემური მიდგომა - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი კი არ უნდა მივიღოთ, არამედ სხვა კანონებში შევიტანოთ ცვლილებები, რაც გააძლიერებს ინსტიტუციებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი სწორედ დეოლიგარქიზაციას შეეხებოდა და ისაუბრეს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტზე.

სამნიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია იზიარებს ვენეციის კომისიის პოზიციას სისტემური მიდგომის საჭიროებაზე.

„ვენეციის კომისიის დასკვნის მთავარი მიმართულება იყო სისტემური მიდგომის საჭიროება და ამაზე იყო დისკუსია. ვენეციის დასკვნაში მითითებულია, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა კი არ არის გადამწყვეტი, არამედ საჭიროა სისტემური მიდგომა და ეს იყო ჩვენი მხრიდან გაზიარებული პოზიცია, კანონპროექტის მიღება არ აღმოფხვრის პრობლემას, საჭიროა სისტემური მიდგომა. კანონპროექტზე დეტალური საუბარი იყო, ჩვენ ჩვენი პოზიციები გავუზიარეთ და დავეთანხმეთ მათ დასკვნას, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა არ არის გამოსავალი და საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი კი არ უნდა მივიღოთ, არამედ სხვა კანონებში შევიტანოთ ცვლილებები, რაც გააძლიერებს ინსტიტუციებს და ვერ ექნებათ ოლიგარქებს, ოლიგარქს ხელისუფლების მიტაცების საშუალება”, - განაცხადა სამნიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ვენეციის კომისიის დელეგაცია იმყოფება. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, მათ უმრავლესობის წევრები ხვდებიან.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა