თუ სისტემური მიდგომა საკმარისი არ იქნება, რაც 12 პუნქტიდან გაირკვა, მზად ვართ, დავამტკიცოთ კანონი პერსონალური მიდგომის მიხედვით - სისტემური მიდგომა გულისხმობს, რომ სხვადასხვა სფეროში ხორციელდება რეფორმები, პერსონალურ მიდგომაში კი იგულისხმება სპეციალურ კანონის მიღება ოლიგარქებთან დაკავშირებით, რაც ოლიგარქების იდენტიფიცირებას და ზომების მიღებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.
“ჩვენ უკვე მეორედ გავაგზავნეთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში. თავიდან უკრაინულის ასლი გაიგზავნა. ამის შემდეგ ჩამოვიდა რეკომენდაციები. 6 საკვანძო რეკომენდაცია იყო, რომელიც ავსახეთ მეორად პროექტში, რომელიც კიდევ ერთხელ გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. ახლა ველოდებით საბოლოო დასკვნას, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში იქნება და ივნისის ბოლომდე გვექნება ამ კანონპროეტის დამტკიცების საშუალება.
შეხვედრაზე განხილვა იყო პერსონალურ და სისტემურ მიდგომებთან დაკავშირებით. ნათლად განვმარტეთ, რომ სისტემური მიდგომა მნიშვნელივანია, ისედაც მივყვებოდით ამ სისტემურ მიდგომას, თუმცა თუ ეს არ არის საკმარისი, რაც 12 პუნქტიდან გაირკვა, ამ შემთხვევაში მზად ვართ, დავამტკიცოთ კანონი პერსონალური მიდგომის მიხედვით. ეს იქნება შემავსებელი კანონი. ამაზე გავაგრძელებთ მსჯელობას და დაველოდებით დასკვნას.
პერსონალურ მიდგომაში იგულისხმება კონკრეტული კანონით ამ საკითხის მოწესრიგება. სისტემური მიდგომა კი გულისხმობს რომ სხვადასხვა სფეროში ხორციელდება რეფორმები და საბოლოო ჯამში ეს ამცირებს ოლიგარქიულ შესაძლო გავლენას პოლიტიკაზე. რაც შეეხება პერსონალურ მიდგომას, აქ იგულისხმება სპეციალურ კანონის მიღება ოლიგარქებთან დაკავშირებით, რაც გულისხლობს ოლიგარქების იდენტიფიცირებას და ზომების მიღებას. სწორედ ეს მიდგომაა ასახული ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტშიც.
ოპოზიციასაც აქვს დაინიცირებული კანონპროექტი პერსონალურ მიდგომის შესაბამისად, თუმცა ჩვენთვის მათი კანონპროექტი მიუღებელია კონკრეტული მიზეზების გამო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ეხება.
“ეს კანონპროექტი არ ეხება არც ერთ სახელს და გვარს. ეს კანონი ეხება დეოლიგარქიზაციას. ვინც დაიდენტიფიცირდება, როგორც ოლიგარქი, ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, იმას შეეხება კანონი. არც ერთ წინასწარ განსაზღვრულ სახელს და გვარს, არ შეეხება ეს კანონი.
როდესაც საუბარია ოლიგარქებზე, რატომ არის აუცილებელი, რომ კანონი არსებობდეს - დღეს საუბარია უამრავ სპეკულაციაზე, რომ ვიღაც არის ოლიგარქი, ვიღაც - არა. როდესაც კანონი მიიღება, იქნენა მკაფიო კრიტერიუმები და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება მისაღები. დღეს რომ ოპოზიციას შეუძლია, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, უაპელაციოდ დაარქვას ვიღაცას ოლიგარქი, ეს პრაქტიკა აღმოიფხვრება. მეორე მხრივ, როდესაც კარგად იციან, რომ კეზერაშვილი და სხვები ოლიგარქები არიან, მათგან იღებენ დაფინანსებას და არ ახსენებენ ამ ადამიანებს, როგორც ოლიგარქებს, ესეც დასრულდება. კონკრეტული ორგანო განსაზღვრავს იმას, ვინ არის ოლიგარქი და ვინ - არა. რასა და კუბილიუსი რას ამბობს, ეს არ არის მნიშვნელოვანი (რასა “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტია), მნიშვნელოვანია, რას გვეუბნება ევროპული საბჭო. ევროპული კომისია და ევროპული საბჭო გვეუბნება, რომ დეპლიგარქიზაცია ყოველგვარი სახელების და გვარების გარეშე უნდა განხორციელდეს. ევროკომისია რასა და კუბილიუსი არ არის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს რომ ოპოზიციას შეუძლია, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, უაპელაციოდ დაარქვას ვიღაცას ოლიგარქი, ეს პრაქტიკა აღმოიფხვრება. მეორე მხრივ, როდესაც კარგად იციან, რომ კეზერაშვილი და სხვები ოლიგარქები არიან, მათგან იღებენ დაფინანსებას და არ ახსენებენ ამ ადამიანებს, როგორც ოლიგარქებს, ესეც დასრულდება. კონკრეტული ორგანო განსაზღვრავს იმას, ვინ არის ოლიგარქი და ვინ - არა. რასა და კუბილიუსი რას ამბობს, ეს არ არის მნიშვნელოვანი (რასა “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტია), მნიშვნელოვანია, რას გვეუბნება ევროპული საბჭო.