მიხეილ სარჯველაძე -  ფაქტია, რომ  არასდროს ისე მაღალი ხარისხის არ ყოფილა ზედამხედველობა მედიკამენტების ბაზარზე, როგორიც საქართველოში დღეს არის

ფაქტია, რომ არასდროს ისე მაღალი ხარისხის არ ყოფილა ზედამხედველობა მედიკამენტების ბაზარზე, როგორიც დღესაა საქართველოში და ხელმისაწვდომობის მიმართულებით რაც არის, ამაზეც ფაქტები მეტყველებს. არის კონკრეტული მოცემულობა, რომლითაც შეგვიძლია ანალიტიკა გავაკეთოთ და ვთქვათ, რამდენჯერ შემცირდა ყველაზე ხშირად და ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტების ფასები", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის" ფორმატში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფა არ არის ის მიმართულება, რომლისთვისაც შეიძლება მოქმედი ხელისუფლება აკრიტიკო.

„როდესაც პირველად დავით სერგეენკო გახდა ჯანდაცვის მინისტრი, რამდენიმე ასეულ მილიონს არ აჭარბებდა ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსება, რამდენიმე მილიარდია ახლა და თითქმის 10 მილიარდამდე ავა ძალიან მალე, თუ ამ ტენდენციით გაგრძელდა. როცა ათჯერ და მეტჯერაა გაზრდილი ხარჯები რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მაგრამ ამაზე კრიტიკა შეუძლებელია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, სამინისტროს საქმიანობა წარმატებულია.

„არ მახსოვს პრობლემა, რომელიც დასახელებულიყოს ჯანდაცვის სექტორში და აბსოლუტურად რელევანტური არ ყოფილიყო რეაგირება", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო