მედია - Azimuth Airlines-მა კვლავ შეცვალა ბილეთების სისტემა

ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა კვლავ შეცვალა ბილეთების სისტემა. ამის შესახებ „ტელეგრამის“ არხზე გამოცემა „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მისივე ინფორმაციით, ახლა ქვეყნების ჩამონათვალში მხოლოდ 60-მდე სახელმწიფოა მითითებული, მათ შორის საქართველოც, მაგრამ შესაძლებელია ხელით შევსება სვეტის - „სხვა“ და მაგალითად, აფხაზეთის მითითება.

საიტზე რეგისტრაციისას ქვეყნის მითითება არ არის საჭირო.

ცნობისთვის, გუშინ ცნობლი გახდა, რომ რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა, რომელიც იწყებს პირდაპირი ფრენების განხორციელებას მოსკოვსა და თბილისს შორის, სკანდალის ფონზე, თავის ვებგვერდზე გააუქმა განყოფილება „ქვეყანა“. შესაბამისად, ბილეთის რეგისტრაციის ან ყიდვისას, შესაძლებელი იყო დოკუმენტის ან პასპორტის ნომრის ისე მითითება, რომ არის იყო საჭირო სახელმწიფოს დაფიქსირება, რომელმაც დოკუმენტი გასცა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები