იენს სტოლტენბერგი - უკრაინელ სამხედროებს ახლა ყველა საშუალება აქვთ, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნონ

უკრაინას ყველა საშუალება აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლისაბონში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის დასაწყისიდან ნატოს წევრი სახელმწიფოები [უკრაინას] უპრეცედენტო დონის დახმარებას აწვდიან. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელ სამხედროებს ახლა ყველა საშუალება აქვთ, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნონ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის მხარდაჭერა იცვლებოდა - მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებიდან საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებამდე, ჯავშანტექნიკამდე და მძიმე საბრძოლო ტანკებამდე.

“და მივესალმები ალიანსის წევრების ბოლოდროინდელ განცხადებებს ფრთოსანი რაკეტებისა და დასავლური ავიაგამანადგურებლების გამოყენებისთვის უკრაინელი პილოტების გაწვრთნის შესახებ”, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა