ნაზი ჯანეზაშვილი - სამი არამოსამართლე წევრით, სამწუხაროდ, ოპოზიციის 5-მა დეპუტატმა უზარმაზარი გარანტიები შეუქმნა „კლანს“

როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიყავი, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის მოსამართლის მხრიდან, ჩემთან მოდიოდა ხმები, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, საბჭოში სიჩუმე ყოფილიყო, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ადამიანი, რომელიც ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არამოსამართლე წევრად არის არჩეული, არაფერს აკეთებს.

მისივე თქმით, ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება „მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

„საბჭოში, ხმაური არ უნდა ყოფილიყო. კრიტიკული წევრების შიში აქვთ. ახლა კომფორტში არიან. ადამიანი, რომელიც ახლა არის საბჭოში, არამოსამართლე წევრად, არაფერს აკეთებს. კითხვასაც კი არ სვამს. ასეთი წესრიგის შენარჩუნება უნდათ, კითხვა არ უნდა დასვა, კრიტიკული მოსაზრება არ უნდა გქონდეს, საჯაროდ რამის გამოტანაზე საუბარიც ზედმეტია. ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ სამი წევრით, სამწუხაროდ, საქართველოს ოპოზიციის ხუთმა დეპუტატმა უზარმაზარი გარანტიები შეუქმნა. თუ აქამდე 10 ხმა ჰქონდათ, ახლა 13 ხმა აქვთ.

2/3-ზე თუ 4/1 -ზე არაფერს ცვლის. პრეზიდენტის მიერ დანიშნული და პარლამენტის მიერ არჩეული უნდა იყოს დამოუკიდებელი წევრი. 6-დან ერთიც რომ იყოს მათთან [კლანი] დაკავშირებული პირი, ის უკვე მთლიანად აფუჭებს სიტუაციას. ყველა წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ამ შემთხვევაში შეიცვლება სიტუაცია“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა

მისივე განმარტებით, გავრცელებული მოსაზრება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სამი არამოსამართლე წევრის არჩევა, მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის, არასწორია და სინამდვილეში შეცვლის, მაგრამ ამას უფრო მეტი ეფექტი ექნება 1 წლის შემდეგ.

„როგორც იცით, საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა, ვინც შემდეგ „კლანის“ ერთ-ერთი წევრის ნათესავი აღმოჩნდა, რომელიც ამჟამად სანქცირებულია [ირაკლი შენგელიას ნათესავია]. თამარ ღვამიჩავა ამ პერიოდის განმავლობაში ხმას არ იღებდა. ღვამიჩავა საბჭოში 2020 წელს არის დანიშნული და მას უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ივლისში გასდის, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს მისი ვადის ფარგლებში, უკვე მეორედ მოუწევს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნა, ღვამიჩავას ნაცვლად“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ პარლამენტი გუშინ არ აირჩევდა არამოსამართლე წევრებს და კიდევ გადავადდებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ის გარანტიები, რომელიც ღვამიჩავას მეშვეობით ჰქონდა „კლანს“ , აღარ ექნებოდა.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი იდენტური ღირებულებების თუ ხედვების მქონე ადამიანს არ დანიშნავს.

„ეს არის წინმსწრებად მიღებული გადაწყვეტილება, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვინც არ უნდა იყოს არჩეული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, მათ პრობლემა არ შეექმნებათ“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში