გიორგი ვაშაძე - მკაცრი პროტესტის, ერთიანობისა და ბრძოლის გარდა სხვა გზა არ რჩება და ამ ბრძოლას დიდი გამარჯვება მოჰყვება, რადგან რუსეთის მონები საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებენ

მკაცრი პროტესტის, ერთიანობისა და ბრძოლის გარდა სხვა გზა არ რჩება და ამ ბრძოლას დიდი გამარჯვება მოჰყვება, რადგან რუსეთის მონები საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც პირველი რუსული რეისის თბილისში ჩამოფრენასთან დაკავშირებით მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკისები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ.

მისივე განმარტებით, ამ პროტესტის ადრესატი, პირველ რიგში, არიან პუტინი და ივანიშვილი, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო რუსეთის ჩრდილ ქვეშ იყოს, თუმცა საქართველო თავისუფლებისმოყვარე ერია და მონა არასდროს იქნება.

„როგორი შეშინებულია იქიდან პუტინი და აქედან ივანიშვილი, რომ ამ რეისის გამოფრენის და ჩამოფრენის დროც კი, მოიტყუეს. ჩვენ, ყველას უნდა გვქონდეს პროტესტი იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ეს არის მთელი მსოფლიოსთვის გზავნილი, რომ მათ საგარეო კურსი შეიცვალეს. ისინი უკვე ღიად და პირდაპირ მიდიან რუსეთისკენ, ჩვენ კი, მთელი საზოგადოება ევროპისკენ მივდივართ. სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენა საქართველოში ნიშნავს ჩვენს იზოლაციას იმიტომ, რომ ამას ჩვენი აეროპორტების ავტომატურად სანქცირება მოჰყვება”, - განაცხადა ვაშაძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა