არჩილ თალაკვაძე - რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ჰალუცინაციებს, მათ უკვე აქვთ პარალელური სამყარო - ყოველდღე თამაშობენ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ და დაცილებულები არიან საზოგადოების რეალურ ინტერესებს

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ ჰალუცინაციებს, მათ აქვთ უკვე პარალელური სამყარო - თვეების წინ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებდა, დღეს აკეთებს განცხადებებს, ქართულ პოლიტიკაში რა როგორ უნდა მოხდეს და ვირტუალურ თანამდებობებზეც აქვს პრეტენზია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ეს ღიმილისმომგვრელია.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ჰალუცინაციებს, მათ აქვთ უკვე პარალელური სამყარო. ისინი იმყოფებიან პოლიტიკურ „ოფსაიდში“, ამიტომ სადღაც საკუთარ ილუზიებში შიდა რიგგარეშე არჩევნებს ატარებენ, არიან გადაყენებული თავმჯდომარეები, მოქმედი თავმჯდომარეები, ვისაც გადაყენებული თავმჯდომარეები ემუქრებიან. ყოველდღე თამაშობენ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ და დაცილებულები არიან საზოგადოების რეალურ ინტერესებს. ეს იქნება პოლიტიკური სასაცილო სერიალი, როცა აირჩევენ ვითომ პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, გაიხსენებენ იმ დროსაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ იმედია იმასაც გაიხსენებენ, თუ როგორ ექცეოდნენ საზოგადოებას. დრო, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანების ღირსებას შეურაცხყოფა, მედია ჰყავდა დაპატიმრებული, როცა ღამ-ღამობით საკუთრებას „ჩუქნიდნენ“ მოქალაქეები პროკურატურაში სახელმწიფოს, როცა მშობლები ციხეებთან შვილებს შიშით ელოდებოდნენ, ეს დრო აღარ დაბრუნდება, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ დაბრუნება ხელისუფლებაში! ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს დემოკრატიული წესების სრული დაცვით. ძალიან მინდა, პატიმრობაში მყოფ ადამიანზე, რომელსაც პაციენტის სტატუსი აქვს და საავადმყოფოში იმყოფება ,უხეში შეფასებები არ გავაკეთო, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, არის სიცრუე, საზოგადოების მოტყუება და არასერიოზული პოლიტიკოსის საქციელი, როცა თვეების წინ ამბობდა, რომ თითქოს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებდა და დღეს აკეთებს განცხადებებს, ქართულ პოლიტიკაში რა როგორ უნდა მოხდეს და ვირტუალურ თანამდებობებზეც აქვს პრეტენზია, რა უნდა ვთქვათ ამაზე - ღიმილისმომგვრელია. მოდით, იცხოვრონ მათ თავიანთ რეალობაში, ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება,“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა