ბექა ოდიშარია მიხეილ დაუშვილს - ცოტა გაფილტრეთ თქვენი საუბარი - არასერიოზულად იცით როდის გამოიყურებით? - თქვენ ლიდერს რომ ბაძავთ ინტონაციით და ხელების მტევნების გრეხვით, თქვენი პარტიული „ბრეიქდანსით“

ცოტა გაუფრთხილდით და გაფილტრეთ თქვენი საუბარი, თორემ მიიღებთ იგივეს, არასერიოზულად იცით როდის გამოიყურებით?! თქვენ ლიდერს, რომ ბაძავთ ინტონაციით და ხელების მტევნების გრეხვით, თქვენი პარტიული „ბრეიქდანსით“, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს მიხეილ დაუშვილს.

მიხეილ დაუშვილმა სხდომაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი წარმოადგინა.

„მინდა გკითხო, თუ გახსენდებათ, რომ შეურაცხყოფა მომეყენებინოს თქვენთვის მაშინაც კი, როდესაც წინა დღეს ამ სასახლის ეზოში დედას მეფიცებოდით, რომ ჩვენი გუნდიდან გასვლას არ აპირებდით და თურმე უკვე გასულიც იყავით და გადასულიც. აბსოლუტურად სერიოზულ შეკითხვას გისვამთ - იცოდით თუ არა ამგვარი დანაშაულების შესახებ მაშინ, როდესაც იყავით ომბუდსმენი და ენდობით თუ არა გერმანელ, ესპანელ და სხვა ჩვენს ევროპელ პარტნიორ სამართალდამცავებს. რაც შეეხება არასერიოზულობას, ცოტა გაუფრთხილდით და გაფილტრეთ თქვენი საუბარი, თორემ მიიღებთ იგივეს, არასერიოზულად იცით როდის გამოიყურებით?! თქვენ ლიდერს, რომ ბაძავთ ინტონაციით და ხელების მტევნების გრეხვით, თქვენი პარტიული "ბრეიქდანსით" - აი, მაშინ გამოიყურებით არასერიოზულად და კომიკურადაც. ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა