უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს, რის გამოც „ქოლ - ცენტრების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს - შედეგად, „ქოლ - ცენტრების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.

რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა "ჩააგდეს".

აღსანიშნავია, რომ მმართველმა გუნდმა ანალოგიურ მეთოდს მაშინაც მიმართა, როცა კენჭისყრაზე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა გასულიყო და ოპოზიციას აღნიშნული კომისიის შესაქმნელად ხმები ჰყოფნიდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს