გიგა ბოკერია - წარსულის არგუმენტს არა საქართველოს ინტერესებისთვის, ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად იყენებენ

წარსულის არგუმენტს არა საქართველოს ინტერესებისთვის, ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად იყენებენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „ყველა ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის გაერთიანების იდეის მიღწევაზე, ეს ნაბიჯები გვაახლოებს დიდ ეროვნულ მიზანთან“.

ბოკერიას განცხადებით, დასავლეთის დიდი ნაწილის რეაგირება არ იყო სწორი და ადეკვატური 2008 წელს საქართველოს, ხოლო 2014 წელს უკრაინის მიმართ ყირიმში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, თუმცა რეაქცია საერთოდ რომ არ ყოფილიყო, უარესი შედეგი გვექნებოდა.

„საბედნიეროდ, დღეს რეაქცია არის ადეკვატური და მთელი თავისუფალი სამყარო დაუპირისპირდა რუსეთს, ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარსულის ამ არგუმენტს იმისთვის არ იყენებს, დღეს უთხრას დასავლეთს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს.

მას ეს არგუმენტი, ბუდაპეშტში რომ იყო და იმ პოლიტიკურ ძალებს ხვდებოდა, რომლებიც დღესაც მცდარ პოზიციაზეა, იქ უნდა გამოეყენებინა, მაგრამ ამის ნაცვლად ის ამ არგუმენტს იყენებს დღეს ქართულ საზოგადოებაში, ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ზუსტად იმას აკეთებს, რაც პუტინის პროპაგანდას სჭირდება”,- თქვა გიგა ბოკერიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი