მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - შეიძლება ვიღაცის სახელმწიფოებრივ ინტერესშიც კი ჯდებოდეს საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ ეს არ ჯდება  ქართულ ეროვნულ ინტერესში, რომელსაც ასე ებრძვით და ეს ბრძოლა არ გამოგივათ, ამის გარანტიას გაძლევთ

რეალური ღალატი და საქართველოს წინააღმდეგ სვლა თქვენ ყველა მოქმედებაში გამოიხატებოდა და დღეს გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობა მოატყუოთ იმგვარად, რამენაირად აფიქრებინოთ ადამიანებს ყველაფრის ხარჯზე, საქართველოს და არა ხელისუფლების იმიჯის შელახვის ხარჯზე, რომ საქართველო პრორუსულ პოლიტიკას ეწევა, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ყველანაირ მსხვერპლზე მიდის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მისივე თქმით, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი გარანტია მიიღონ, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც არის ყველაზე მავნებლური გეგმის ნაწილი, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში ქვეყნის შიდა მტერმა დაალაგოს.

„მიგაჩნიათ, რომ მეტი გზა ხელისუფლებაში დაბრუნების, ქაოსის, არ არსებობს და მიდიხართ ამ მსხვერპლზეც, რომ აშავებთ საკუთარ ქვეყანას, მის არჩეულ ხელისუფლებას და მაქსიმალურად ცდილობთ რაც შეიძლება მეტი გარანტია მიიღოთ, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ყველაზე ბინძური და მავნებლური გეგმის ნაწილი რაც შეიძლება ამ ქვეყანაში ქვეყნის შიდა მტერმა დაალაგოს. შეიძლება გარედან ვიღაცას ამის მცდელობა ჰქონდეს და რაც არ უნდა გასაკვირად მოეჩვენოს ზოგიერთ ადამიანს, ვიღაცის სახელმწიფოებრივ ინტერესშიც კი ჯდებოდეს საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ ეს არ ჯდება საქართველოს ინტერესში და ქართულ ეროვნულ ინტერესში, რომელსაც ასე ებრძვით და ეს ბრძოლა არ გამოგივათ, ამის გარანტიას გაძლევთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს