გიორგი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო პრემიერ-მინისტრობაზე საუბარი ნაადრევია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად უნდა გადაწყვიტოს - ჩემი მთავარი მიზანია, მიშას ჯანმრთელობისთვის ვიბრძოლო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარი ახლა ძალიან ნაადრევია.

მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა ამაზე არ უნდა ისაუბრონ და პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავად უნდა გადაწყვიტოს, ამ მიმართულებით რამეს აპირებს თუ არა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ისევ ციხეში დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც გიორგი სააკაშვილმა აღნიშნა, თუ მმართველი ძალა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება ხელის მოწერა იმაზე, რომ საქართველო რუსეთს ემსახურება.

“დღეს მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო პრემიერ-მინისტრობაზე საუბარი ნამდვილად ნაადრევია და ჩემი მხრიდანაც რამის თქმა სწორი არ იქნება. პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავად უნდა გადაწყვიტოს, რამეს თუ აპირებს. მე მისი ოჯახის წევრი ვარ და ჩემი მთავარი მიზანია, მიშას ჯანმრთელობისთვის ვიბრძოლო.

იმაზე ფიქრი ნამდვილად არ მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება კვლავ ციხეში გადაიყვანონ. პირდაპირ ვიტყვი, თუ ასე მოიქცევიან, მიშა ნამდვილად ვერ გაუძლებს. რა მდგომარეობაშიც დღეს მიშა იმყოფება, არაფერში ჯდება. 60 კილოგრამს იწონის. თუ მმართველი ხელისუფლება მისი ციხეში დაბრუნების ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება ხელის მოწერა იმაზე, რომ ჩვენ რუსეთს ვემსახურებით და ამას არ დავუშვებთ”, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის