გიორგი ვაშაძე - საქართველოს რუსიფიკაციას ვაპროტესტებთ - ჩვენი გეგმაა, რომ აქციები არ შეწყდეს, ვიდრე რუსულ რეჟიმს საბოლოოდ არ გავისტუმრებთ

ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რომ ქეიფი არ იქნება და ისე გამოვიდა, თითქოს ჩვენ მხოლოდ ყანწით სადღეგრძელოს თქმას ვაპროტესტებდით, სალომე ზურაბიშვილი ისევ “ქართული ოცნების” მაშველი რგოლია , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რუსეთის ყველა მოქალაქემ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მათ საქართველოში “ტაშ-ფანდურით არ ელოდება”.

სალომე ზურაბიშვილი ისევ “ქართული ოცნების” მაშველი რგოლია. გაგახსენებთ, რომ ადრე 20 ივნისის აქციის კონტრაქციაც დააანონსა. დღეს, თითქოს ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რომ ქეიფი არ იქნება და ისე გამოვიდა, თითქოს ჩვენ მხოლოდ ყანწით სადღეგრძელოს თქმას ვაპროტესტებდით. ჩვენ საქართველოს რუსიფიკაციას ვაპროტესტებთ, რადგან ევროპა გვინდა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა: „ბ“, „გ“ თუ „ჭ“.

რუსეთის ყველა მოქალაქემ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მათ საქართველოში ტაშ-ფანდურით არ ელოდება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ის რომ დღეს ყვარელში მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, მაჩვენებელია იმისა, თუ სად დგას საქართველოს პოლიცია.

“ასევე, ელენე ხოშტარია და სხვა ღირსეული პატრიოტები დაკავებულები არიან. ისინი ყვარელში დააკავეს. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, თუ სად დგას პოლიცია. მინდა მივმართო მათ - არ გრცხვენიათ? ვის იცავთ, ლავროვებს და აკავებთ პატრიოტებს?

ჩვენი გეგმაა ის, რომ აქციები არ შეწყდეს. აქციები დღესაც, ხვალაც, ზეგაც და მანამდე, სანამ ამ რუსულ რეჟიმს საბოლოოდ არ გავისტუმრებთ.

ვისაც რუსეთი და ტაშ-ფანდური უნდა, იტაშ-ფანდურონ თავიანთ რუსეთში და ვალერი კვარაცხელიას გაჰყვნენ შემდეგი რეისით”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა