ნინო ლომჯარია  - როგორ შეიძლება იმეგობრო ოკუპანტთან, როგორ შეიძლება იმეგობრო ომის დამნაშავესთან?  -  ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ წაგვიყვანს

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ წაგვიყვანს! რუსული თვითმფრინავები არ სხდებიან ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, შევალთ ევროკავშირში! , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება კარგად დაინახა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება არის ძალიან რეალური და ლომჯარიას განცხადებით, მან საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, დაიწყო საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟი.

„პირველი ნაბიჯი ეს იყო რუსული კანონის მიღება, რომელსაც უნდა შეეზღუდა საქართველოსთვის დასავლური დახმარება ქართულ ეკონომიკაში, ინსტიტუტებში, მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებაში. მეორე ნაბიჯი არის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა. ხელისუფლება თავად ზრდის ეკონომიკურ დამოკიდებულებას დასანქცირებულ, ყველასგან იზოლირებულ, საერთაშორისო დანაშაულში ბრალდებულ, რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვაშანტაჟოს. ასე რომ ჩვენ მათი პროპაგანდის არ გვჯერა!

დღეს საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთთან უნდა აღვადგინოთ მეგობრობა, როგორ შეიძლება იმეგობრო ოკუპანტთან? როგორ შეიძლება იმეგობრო ომის დამნაშავესთან? თუკი რუსეთის ხელისუფლებას სურს ჰუმანიტარული ნაბიჯები გადადგას, მან, პირველ რიგში, უნდა გახსნას გამშვები პუნქტები, რომლებიც წლებია ჩაკეტილია საოკუპაციო ხაზზე და ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან, იხრჩობიან მდინარეში. რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ უნდა გადაუხადოს კომპენსაცია სატვირთო თვითმფრინავით საქართველოში გამორეკილ ეთნიკურ ქართველებს, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, უკან წაიღოს აღიარება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, დასაჯოს ოთხოზორიას მკვლელი და სხვა მკვლელები, რომლებიც გვიხოცავდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, საოკუპაციო ხაზზე იტაცებდნენ, ციხეში აწამებდნენ - დღესაც არიან უკანონოდ დაკავებული ქართველები და გრძელდება ბორდერიზაცია, ჩვენი მოქალაქეების გატაცება. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ წაგვიყვანს! რუსული თვითმფრინავები არ სხდებიან ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, შევალთ ევროკავშირში იმიტომ, რომ ყოველთვის ვიდგებით იქ, იმ დროს და იმ ადგილას, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი ევროპული პერსპექტივის დასაცავად. ჩვენ მივდივართ ევროპაში და არა რუსეთისკენ!“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ის მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის, და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი შემთხვევა, როდესაც სიძულვილით მოტივირებული რაიმე ტიპის გადაცდომა ყოფილიყო ჩადენილი რუსი ხალხის მიმართ.

„ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვექცეთ საკუთარი ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, იმიტომ, რომ ჩვენ თავად არაერთხელ გავმხდარვართ დევნილები სწორედ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.

ჩვენ არ წარმოვადგენთ საქართველოს ხელისუფლებას და ისინი არ წარმოგვადგენენ ჩვენ! ჩვენ არ გვინდა ისე გვექცეოდნენ ჩვენი ქვეყნის გარეთ, როგორ ქცევასა და დამოკიდებულებასაც იმსახურებს ხელისუფლება, რადგან ჩვენ განსხვავებული მისწრაფებები გვაქვს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ