„სტრატეგია აღმაშენებელი“ - დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ელენე ხოშტარია და  პატრიოტი ადამიანები, რომლებიც საქართველოს რუსიფიკაციას ეწინააღმდეგებოდნენ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას და ყვარელში მიმდინარე აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.

განცხადებაში პარტია აღნიშნავს, რომ საქართველო არასდროს იქნება „რუსების დროის სატარებელი ადგილი“ და რუსეთის ნაწილი.

"დღეს თელავის პოლიციასთან სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ელენე ხოშტარია, რომელიც ყვარელში დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.

საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ გადაიქცა რუსეთის და პუტინის ინტერესების დამცველად, სცემენ და აპატიმრებენ იმ პატრიოტებს, რომლებიც სრულიად სამართლიანად აპროტესტებენ პუტინისტი ლავროვის ოჯახის წევრების დროს ტარებას საქართველოში.

სამწუხაროდ, პოლიცია, რომელიც უნდა იცავდეს საქართველოს, ოთხოზორიას, ანწუხელიძის ღირსებას გადაიქცა ლავროვების დამცველად.

ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში მიუთითებს მხოლოდ ერთზე, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს დააკარგვინოს ევროპული მომავალი და დაჩქარებული ტემპით მიგვაქანებს რუსული ჭაობისკენ.

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ელენე ხოშტარია და ის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც სამართლიანად იცავდნენ ღირსებას, სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რუსიფიკაციას!

როგორც არ უნდა ეცადონ, საქართველო არასდროს იქნება რუსების დროის სატარებელი ადგილი და აღარასდროს გახდება რუსეთის ნაწილი, რადგან ქართველმა ხალხმა არა ერთხელ, მკაფიოდ გააკეთა თავისი არჩევანი და ეს არჩევანი არის ევროკავშირი და ევროპა!

დავდგეთ ერთად!

საქართველო გაიმარჯვებს! " , - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა