ვასო ურუშაძე - ლაშა ფარულავა, რომელიც უკანონოდ დაკავებული აქტივისტების და პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვდა, ე.წ. სამართალდამცავებმა პირდაპირი მნიშვნელობით ტერიტორიიდან მოიტაცეს და ამ დრომდე არ ვიცით სად იმყოფება

ლაშა ფარულავა, რომელიც საგარეჯოს პოლიციის შენობასთან თავად მისული იყო, რომ უკანონოდ დაკავებული აქტივისტების და პოლიტიკოსების გათავისუფლება მოეთხოვა, ე.წ. სამართალდამცავებმა პირდაპირი მნიშვნელობით ტერიტორიიდან მოიტაცეს და ამ დრომდე არ ვიცით სად იმყოფება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი საქართველოს მომავალი თაობის ინტერესებს დაიცავენ, რათა „საქართველო რუსეთის გუბერნია და პუტინის ტერორისტული რეჟიმის უკანა ეზო არ გახდეს“.

„ის, რაც გუშინ კახეთში ხდებოდა, ძალიან რთულია ამას დაკავება ვუწოდოთ და იმ ადამიანებს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსული ინტერესის გასატარებლად, რუსული მიდგომებით და ე.წ. სპეცოპერაციას ატარებდნენ, ეს არანაირ კავშირში არ არის, არც სამართალდამცავებთან და არაფერ კავშირში არ არის არც დაკავებასთან, ეს იყო სპეცოპერაცია. მაგალითისთვის, ლაშა ფარულავა, რომელიც პოლიციის შენობასთან თავად მისული იყო, რომ უკანონოდ დაკავებული აქტივისტების და პოლიტიკოსების გათავისუფლება მოეთხოვა, პირდაპირი მნიშვნელობით ტერიტორიიდან მოიტაცეს და ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია ის სად იმყოფება.

მთელი ღამის განმავლობაში არც შსს, არც ადგილობრივი პოლიცია, არც კრიმინალური პოლიცია ინფორმაციას არ იძლეოდა იმის თაობაზე, თუ სად იმყოფებიან დაკავებულები, რადგან ეს დაკავება არ იყო. არის კადრები, სადაც ჩანს, რომ ლაშა ფარულავა საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევს და უბრალოდ ზონდერი, რომელიც საქართველოში ლავროვის და პუტინის ინტერესებს იცავს და არა საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მიდის და პირდაპირი მნიშვნელობით იტაცებს და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს.

ჩვენ დავიცავთ ჩვენი წინაპრების, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის ინტერესებს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია, პუტინის ტერორისტული რეჟიმის უკანა ეზო არ გახდეს. დიახ, მათი სურვილი არის, რომ საქართველო პუტინის ტერორისტული რეჟიმის უკანა ეზო იყოს. ამის მტკიცებულებები აქედან რამდენიმე ასეულ მეტრშია, თუ რისთვის სჭირდება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს საქართველო, ეს არის სანქციებისთვის გვერდის ავლა, მათი სანქცირებული ოჯახის წევრებისთვის, მათი სანქცირებული გარემოცვისთვის აქ იყოს ერთი დიდი რესტორანი, რომ მათ გადაიხადონ დაბადების დღეები, ქორწილები, რადგან მათ არსად აღარ ჩაესვლებათ, სადაც არის ცივილიზებული სამაყრო. დღეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის დამსახურებით სურთ, რომ საქართველო აქციონ თავიანთ უკანა ეზოდ, თუმცა, ეს არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - საქართველოს უდიდესი ნაწილის, 90 პროცენტის ინტერესი არ ემთხვევა არც რუსულს და ბიძინა ივანიშვილის ინტერესს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში