მამუკა მდინარაძე - გახარიას გაფუჭებული საქმეების გამო მთავარი პროკურორი გადადგა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და შემდეგ თვითონ გადადგა „ნაცების“ გამო მათი გაძლიერების მიზნით

გახარიას გაფუჭებული საქმეების გამო მთავარი პროკურორი გადადგა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და შემდეგ თვითონ გადადგა „ნაცების“ გამო მათი გაძლიერების მიზნით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პარტიის გააქტიურების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიას და მის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ.

„წარსულში გარკვეული საერთო პოლიტიკური მიმართულებების გამო, მაგრამ ღალატის ხარისხის მერე კარგად ვნახეთ, თავს ვიკავებდი ხოლმე ყოველთვის, მაგრამ არ შეიძლება ამის ართქმა მათი [გახარიას პარტიის] ასეთი მავნებლური, „ნაცურად“ და მათ ნარატივზე ჩაყოლილი საუბრების გამო. გახარიას ნაცვლად, ამ ქვეყანაში მთავარი პროკურორი გადადგა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა მისი გაფუჭებული საქმეების გამო, შეიძლება ის საქმეები პიარულად უფრო იყო გაფუჭებული, ვიდრე რეალურად, მაგრამ მისი გაფუჭებული საქმეების გამო, პროკურორი და პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და შემდეგ თვითონ გადადგა „ნაცების“ გამო. ამ გუნდს, გახარიას და მის წარმომადგენლებს არ აქვთ ელემენტარული მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ. „ქოლცენტრები“ საერთოდ სხვა თემაა, „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებლების საქმეს რომ აკეთებენ და შრეებად რომ არიან დალაგებულები, ზოგი ერთ რამეშია ეჭვმიტანილი „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით, ზოგი მეორე რამეში და მათ მორალური უფლება არ აქვთ ასეთ თემებზე ილაპარაკონ. სჯობს გაჩუმდნენ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ვიღაც, როგორც ახლა მე ამას ვაკეთებ, ამას იტყვის, რომ ადამიანი, რომლის გამო ერთხელ გადადგა პროკურორი, მეორე პარლამენტის თავმჯდომარე და თვითონ გადადგა მერე ნიკა მელიას და „ნაცების“ გამო, მათი გაძლიერების მიზნით და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც, რადგან ყოველთვის წინ დახვდებათ ეს ამბები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა