Dyson საქართველოშია – „ჯეოტეკ დისტრიბუცია“ ბრენდის ერთადერთი პარტნიორი გახდა

2023 წლის მარტიდან ინგლისური პრემიუმ ბრენდი Dyson ქართულ ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ქართველ მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ Dyson-ის ოფიციალური პროდუქცია, ისარგებლონ შესაბამისი საგარანტიო პირობებითა და ავტორიზებული სერვის ცენტრებით.

ქვეყანაში Dyson-ის პროდუქციის ერთადერთი დისტრიბუტორი კომპანია „ჯეოტეკ დისტრიბუცია“ გახდა. მან ბრენდთან თანამშრომლობა იანვარში გააფორმა და მოიპოვა უფლება მისი ტექნიკის შემოტანა რეგიონის სამ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უზრუნველყოს.

დღეს ქართულ ბაზარზე Dyson-ის პროდუქციის სამი კატეგორიაა წარმოდგენილი – მტვერსასრუტების, თმის მოვლის საშუალებებისა და ჰაერის გამწმენდი მოწყობილობების. ტექნიკის შეძენა მომხმარებელს შეუძლია როგორც ონლაინ, ისე სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელში, რომელთა შორისაა: ალტა, ზუმერი, ელიტ ელექტრონიქსი, ეფლ სითი, აიტექნიკსი, კონტაქტ ჰოუმი, ვენდუ, ველი სთორი და ექსტრა ჯი.

„ჯეოტეკ დისტრიბუცია“ გეგმავს უახლოეს მომავალში პარტნიორი კომპანიების მაღაზიებში წარმოადგინოს ბრენდირებული ზონები, სადაც მომხმარებლები, გადამზადებული ექსპერტების დახმარებით, ადგილზე გაეცნობიან პროდუქციასა და მის ტექნიკურ მახასიათებლებს. ასევე, როგორც „ჯეოტეკ დისტრიბუციაში“ ამბობენ, ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად, კომპანია რეგულარულად შესთავაზებს მომხმარებლებს სხვადასხვა კამპანიას.

აღსანიშნავია, რომ Dyson 30 წელია აწარმოებს პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ის გამოირჩევა როგორც დახვეწილი ვიზუალით, ისე ინოვაციური და უნიკალური ტექნოლოგიით, რომელიც დაპატენტებულია ბრენდის მიერ. Dyson-ის გუნდი აქტიურად მუშაობს განვითარებაზე და მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს სიახლეებსა და ინოვაციურ პროდუქტებს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები