კახა კალაძე - პირველად მესმის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც პირველ რიგში სჭირდება ქვეყანას

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

კალაძის თქმით, აღნიშნულ თემაზე გუნდში არ უსაუბრიათ.

„პირველად მესმის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა. საერთოდ არ ვიცი, რაზე საუბრობთ, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც პირველ რიგში სჭირდება, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა