გია ვოლსკი - ოპოზიციას უნდა შეუსრულებელი დარჩეს ის მუხლი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ეხება - მათი სრული ლუსტრაცია მოხდა

უნდათ შეუსრულებელი დარჩეს ის მუხლი, რომელიც ასახულია, როგორც მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იმ 12-ს შორის, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციებში მონაწილეობას არ აპირებენ.

ვოლსკის შეფასებით, პროცესმა, რომელიც წინა კვირას პარლამენტში მიმდინარეობდა, ოპოზიციის ლუსტრირება მოახდინა.

"სრული ლუსტრაცია მოხდა, რადგან თუ ვინმეს მხარდაჭერას აპირებდნენ, ამისთვის 5 თვე ჰქონდათ და შეთავაზება ჰქონდათ, რომ წარმოედგინათ ეს კანდიდატები. ბოლო მომენტში განაცხადეს, რომ 24 საათში, ამ მოკლე ვადაში ვერ წარმოვადგენთო.

თანაც, კენჭისყრის დროს მხარი არავის დაუჭირეს. ერთი ნიშანიც არ ყოფილა, რომ სერიოზულად განიხილავდნენ რომელიმე კანდიდატს.

აქედან გამომდინარე, დასკვნა ერთადერთია, მათ არ უნდათ არჩევნები, უნდათ შეუსრულებელი დარჩეს ის მუხლი, რომელიც ასახულია, როგორც მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იმ 12-ს შორის, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ," - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა). მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის