ლაშა ხუციშვილი - ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვიდრე ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც კი ვერ დადგებოდა.

ამით მინისტრმა უპასუხა კითხვას, განიხილება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

„ბუნებრივია, მანამ სანამ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამ საკითხის [რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა] განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა, შესაბამისად, ეს შეკითხვა არ არის რელევანტური დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა