ფინანსთა მინისტრი - თითოეული ტრანზაქცია ხორციელდება შესაბამისი სანქციების მკაცრი მეთოდოლოგიით და კრიტერიუმებით

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო მიმოსვლა დაიწყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის შესახებ საზღვაო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არსებული რეალობა ძალიან ნათლად არის ასახული.

„ის,რომ რეგულარული მიმოსვლა დაიწყო, [ბათუმსა დანოვოროსიისკს შორის] ასეთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო, დანარჩენი, თითოეული ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება, ხორციელდება შესაბამისი სანქციების ძალიან მკაცრი მეთოდოლოგიით და კრიტერიუმებით. ეს არის ორეტაპიანი კონტროლი საზღვაო ტვირთებთან მიმართებაში, რომელიც შემოდის და პირველ რიგში, მოწმდება გემის, გემის მფლობელის და ტვირთის სანქცირება საზღვაო სააგენტოს მიერ და შემოსულ ტვირთთან მიმართებაში უკვე კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი იმ მეთოდოლოგიით, რაც არის როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტვირთებთან მიმართებაში. ეს მეთოდოლოგია არის ძალიან მყარი და დამაჯერებელი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება სატრანსპორტოს ნაწილში დასმულ შეკითხვას, მისი თქმით, ეს საკითხიც არ არის განხილვაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს