ესაა ხალხი, რომლის დრამატულმა შეცდომებმა შედეგად გამოიწვია ის, რომ საქართველომ ვერ შეძლო აერიდებინა ის, რაც 2008 წელს მოხდა - მათი შეცდომების შედეგად დავკარგეთ ასობით სოფელი საქართველოში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით, თინა ბოკუჩავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
სარჯველაძე მიიჩნევს, მათი შეცდომების, მცდარი, არასწორი პოლიტიკის, უგუნური ნაბიჯების გამო მოხდა ყველაფერი.
„ეს არის ხალხი, რომელმაც დაუშვა დრამატული შეცდომები, რამაც შედეგად გამოიწვია ის, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, საქართველომ ვერ შეძლო აერიდებინა რაც 2008 წელს მოხდა. ამის შემდეგ როცა ჩვენ თვალს ვადევნებთ რეზოლუციას მათ შორის, რომელიც მათი მხრიდან მხარდაჭერილ იქნა, აქ გასაგებია ყველაფერი, რომ უბრალოდ შეცდომებთან არ გვაქვს საქმე და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მიმართ მტრული გადაწყვეტილებები, რომელიც იმხანად მიიღეს. რით უნდა გაამართლონ მათ შორის, დღეს შეცვლილი რიტორიკა, როცა ცდილობენ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით ანტირუსული აგრესიული კამპანია იქადაგონ და საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო პათოსით იყვნენ. ამიტომ არ დაეჯერებათ, რასაც ხელისუფლებას აბრალებენ და როცა არ ეგუებიან მიიღონ დამსახურებული შენიშვნა, რომ დიახ, მათი შეცდომების შედეგად დავკარგეთ ასობით სოფელი საქართველოში, დიახ მათი შეცდომების, მცდარი, არასწორი პოლიტიკის, უგუნური ნაბიჯების გამოა ეს ყველაფერი,"- განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვა წინა ხელისუფლებამ, რის გამოც "ომი ვერ აირიდა ქვეყანამ", სარჯველაძე „როყიო განცხადებებზე" საუბრობს, ასევე ამბობს, რომ "ისეთი აქტიურები ყოფილიყვნენ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც დღევანდელი ხელისუფლებაა, მათ შორის, როცა წარიმართება ყველაფერი და სტრასბურგში საქმეს საქმეზე იგებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ." ამასთან დეპუტატი აკრიტიკებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს წინა ხელისუფლების თანხმობასაც.
ინფორმაციისთვის, თინა ბოკუჩავას თქმით, "ქართული ოცნება" ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში და ამით პირდაპირ იმეორებს პუტინის გზავნილს, რომელიც ცივილიზებულმა მსოფლიომ ტერორისტად აღიარა.