გია ნოდია - „ქართულ ოცნებას“ რუსეთის გულის მოგების პოლიტიკა აქვს - როცა კანდიდატის სტატუსი გინდა, არ უნდა დგამდე ნაბიჯებს, რომლებიც ზუსტად იცი, რომ ამის საპირისპიროა

საქართველოს ხელისუფლება რომ აღარ არის პროდასავლური და არის პრორუსული, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებითა და პირდაპირი ფრენების აღდგენით, საერთაშორისო ასპარეზზე, ერთი კიდევ ცუდი ამბავი მოხდა, რაც საქართველოს პრესტიჟზე, კიდევ ერთი დარტყმაა.

“საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის თვისობრივ სიახლეს ვერ ვხედავ. საქართველოს მთავრობას, რუსეთის გულის მოგების პოლიტიკა, რომ აქვს ეს ვიცით და ამ პოლიტიკის გამო დააჯილდოვეს. სიახლე არის ის რომ რუსეთმა ეს პოლიტიკა დააფასა, - „დავინახეთ, რომ კარგად იქცევით და აი, ჯილდო“ - ვერ ვიტყვით, რომ ეს ჯილდო ხელისუფლებისთვის მომგებიანია. ელექტორალური თვალსაზრისით, ვერ ვიტყვი რომ რამე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება.

საერთაშორისო ასპარეზზე, ერთი კიდევ ცუდი ამბავი მოხდა. პრესტიჟზე, კიდევ ერთი დარტყმა. კიდევ ერთი შეხსენება, იმისა რომ საქართველოს რუსეთისთვის გულის მოგების პოლიტიკა აქვს. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის პროდასავლური და არის პრორუსული, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა“, - განაცხადა ნოდიამ.

მისივე შეფასებით, ის თუ რა უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს პროდასავლურ ბანაკშიც კამათის საგანია.

მისივე თქმით, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება გინდა, არ უნდა დგამდე ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ზუსტად იცი, რომ ამის საპირისპიროა.

„ზოგი ამბობს, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩემი პასუხია, რომ არ არის სწორი კითხვის მრავლობითში დასმა, იმიტომ რომ ერთი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რაღაცა უნდა. ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძემაც არ იცის ბიძინას რა უნდა. აზრიანი მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რას აკეთებენ.

საქართველოს ნაბიჯები ნაკლებად გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ პროდასავლურ კურსს გადაუხვიეს, იმიტომ რომ შიგადაშიგ, რაღაც ნაბიჯებს დგამენ. ალიბის მსგავს ნაბიჯებს აკეთებენ.

ხელისუფლების პოზიცია და მსჯელობის წესი არის ანტიდასავლური და ამავე დროს, ანტიუკრაინული. პოლიტიკაში ლაპარაკი, მხოლოდ ლაპარაკი არ არის. როდესაც რაღაც საკითხებზე თანმიმდევრული პოზიცია გაქვს, ეს უკვე საქმეა.

გაზაფხულზე, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხი იხილებოდა, ზუსტად ამ დროს დაიჭირეს ნიკა გვარამია. ევროპელებმა ეს საბოტაჟად აღიქვეს. როცა კანდიდატის სტატუსი გინდა, არ უნდა დგამდე ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ზუსტად იცი, რომ ამის საპირისპიროა“, - განაცხადა ნოდიამ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში