პაატა მანჯგალაძე - აქცია რომ არ გაგრძელდეს, დიდი სირცხვილი და დანაშაული იქნება

ოპოზიცია და ბევრი პატრიოტი ადამიანი იყო მისული, ითხოვდნენ, გვანახეთ, არის თუ არა ლავროვის შვილი ჩამოსულიო, ხოლო სარეცელსა და პირველ ღამეს ვინც იცავდა, ეს იყო ხელისუფლება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, აქციები კიდევ გაიმართება და თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

„კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გრძელდება. ხვალაც იქნება კონსულტაცია, საუბარია კონკრეტულ თარიღზე შეთანხმებაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ცალკე, მარტომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ყველა ჯგუფთან იქნება კონსულტაცია. აქცია რომ არ გაგრძელდეს, ეს უფრო დიდი სირცხვილი და დანაშაული იქნება. მთელი დღეა ვაკვირდები, „ქართული ოცნება“ ხალხს აშინებს: „ხმას თუ ამოიღებ, ქუჩაში გამოხვალ ეს ცუდია. კიდევ იქნება აქციები, არეულობა, ქაოსი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ სანქციებს არ მიუერთდებიან, რაც საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად გამოყენებაზე უარესია.

“"ქართულ ოცნებაში" დღეს უკვე მივიდნენ იქამდე, რომ სანქციებს არ ვუერთდებითო და მაგათთვის უკვე სანქცირებული არაფერი აღარ არის. მთელი თვეების განმავლობაში ისინი ბრაზობდნენ, რომ ოპოზიცია ამბობს, შეიძლება საქართველოს სანქცირების გვერდის ასავლელად იყენებდნენო, მაგრამ ახლა კალაძე, კობახიძე და სხვები გამოვიდნენ და ამბობენ, რომ გვერდის ავლაზე კი არაა ლაპარაკი, საერთოდ სანქციებს არ ვუერთდებითო. თუ არ ვუერთდებით, გვერდის ავლაცაა და პირდაპირ შესვლაცაა, აღიარეს უკვე რუსები ვართო, მეტი რაღა მტკიცებულება გვჭირდება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა საქართველოში ყოფნისას