თეონა აქუბარდია - სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება - ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება და წითელი ბარათიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის

ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება და ვფიქრობ, წითელი ბარათიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის - სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ძალაუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ფასად შეინარჩუნოს.

„მაშინ, როცა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან დღემდე არაერთი განცხადება ვნახეთ, ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება და ვფიქრობ, წითელი ბარათიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რამდენადაც 36-მა ქვეყანამ შეაჩერა პირდაპირი ფრენა რუსეთთან ისევე, როგორც ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ. ამ მოცემულობაში, როცა ოკუპირებულ ქვეყანას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება, რომ ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობების დათბობის, მაშინ, როცა სრულიად დასავლეთი დისტანცირდა ამ ტერორისტული სახელმწიფოსგან, ეს კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ ხელისუფლება ცდილობს ისარგებლოს და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე შეინარჩუნოს ძალაუფლება. სანქციების დაწესება ქართულ კომპანიებზე კატასტროფა იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

„შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ”,- განაცხადა მილერმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში