შალვა პაპუაშვილი - შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება

შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილი ორი არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესის შედეგად, საზოგადოება და ევროპა დაინახავს, თუ რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება ოპოზიცია საკითხს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე 4 კანდიდატია დარჩენილი, საიდანაც 2 უნდა შეირჩეს. ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით რაიმე არსებითი შენიშვნა და კრიტიკა ვერ მოვისმინე ისევე, როგორც იმ 3 ადამიანთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ავირჩიეთ. შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება. ახლა მთელი საზოგადოება და მათ შორის ევროპაც შევხედავთ, თუ რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება ოპოზიცია საკითხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად მესამე ტურის გამართვა მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგშია ასახული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს